7 საათის და 50 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

არსენალი ინტერესს არ წყვეტს! - ხვიჩამ გადაწყვეტილება მიიღო

მედიაში გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, არენალმა ახლახან იკითხა ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ, თუმცა ტრანსფერი ამ ეტაპზე ნაკლებად რეალურია.

როგორც ირკვევა, ქართველი ვინგერი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს პსჟ-ში და კმაყოფილია მუშაობით მთავარი მწვრთნელის, ლუი ენრიკეს ხელმძღვანელობით.

მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ში შეტევით ხაზში მაღალი კონკურენციაა, კვარაცხელია თავს დაფასებულად გრძნობს როგორც თანაგუნდელების, ისე სამწვრთნელო შტაბის მხრიდან და სურს, რომ პარიზულ კლუბში გრძელვადიან პერსპექტივაში დაიმკვიდროს ადგილი.

კლუბის ხელმძღვანელობის პოზიციაც მკაფიოა — ქართველი ვარსკვლავი გუნდის გრძელვადიანი პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია და ზაფხულში მისი გაყიდვა არ განიხილება.


Facebook კომენტარები