1 საათის და 47 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"დიდი ხანია, ნაკრებში ვარ, ბევრი თამაშიც დამიგროვდა.." - ოთარ კიტეიშვილი

საქართველოს ნაკრების ახალ კაპიტნად ხვიჩა კვარაცხელიას დანიშვნაზე ასეთი კომენტარი გააკეთა გრაცის „შტურმისა“ და „ჯავროსნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც ვიცე-კაპიტანი იქნება.

"მინდა, რომ კვარას ამ ახალ ეტაპზე, კაპიტნის რანგში წარმატებები ვუსურვო. ის ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული ფეხბურთელი და ლიდერია. 

"დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი კაპიტანი იქნება.

"ის ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული ფეხბურთელი და ლიდერია.

"ვიცე-კაპიტნობა ძალიან საპასუხისმგებლოა. დიდი ხანია, ნაკრებში ვარ, ბევრი თამაშიც დამიგროვდა და წინა კაპიტნებისგანაც ბევრი ვისწავლე“, – განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.


Facebook კომენტარები