5 საათის და 23 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

არნე სლოტმა მამარდაშვილთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია - რა თქვა ლივერპულის თავკაცმა

როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის 31-ე ტურში ლივერპული ბრაიოტონთან ანგარიშით 2:1 დამარცხდა.

ამ მატჩში წითლების კარი გიორგი მამარდაშვილმა დაიცვა.

შეხვედრის შემდეგ არნე სლოტმა პრესკონფერენციაზე ქართველთან დაკავშირებით თქვა:

"მესმის იმ ადამიანების, ვინც ამბობს, რომ ამ ყველაფერზე თანაგრძნობა ნაკლებია. ინგლისში არ არიან მიჩვეულები იმას, რომ კლუბი ფეხბურთელებსაც ყიდის. ჩვეულებრივ, როცა გუნდი 450 მილიონს ხარჯავს, ეს ნიშნავს გაძლიერებას. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სხვა მოდელია — ჩვენ დაახლოებით 300 მილიონიც გავყიდეთ.

თუ 150-მილიონიანი ფეხბურთელი საერთოდ ვერ თამაშობს, ეს უკვე პრობლემაა. თუ ჯოვანი ლეონიც ტრავმის გამო ვერ არის ხელმისაწვდომი — ეს კიდევ ერთი პრობლემაა. ასე უკვე იმაზე ნაკლებ რესურსს ვიღებთ, ვიდრე გავყიდეთ. ბოლო პერიოდში ჟერემი ფრიმპონგი უფრო ხშირად თამაშობს, ხოლო გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ერთ-ერთი შენაძენია, მეორე მეკარის როლშია.

თუ წინა სეზონში ჩემპიონატი მოიგე და 150 მილიონი დახარჯე (და არა 450), ბუნებრივია, მოლოდინები მაღალი იქნება — მედიისგან, გულშემატკივრებისგან, ჩემგანაც.

მაგრამ ჩვენ კლუბში რეალურად ვუყურებთ სიტუაციას და იმას, რა გამოწვევები გვქონდა ამ სეზონში. შესაძლოა ამიტომაც ვართ უფრო რეალისტურები იმასთან დაკავშირებით, რატომ ვითარდება ყველაფერი ასე. თუმცა ეს მაინც საკმარისი არ არის — რაც არ უნდა მიზეზები მოვიყვანოთ, ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა მაინც მიუღებელია."

Facebook კომენტარები