5 საათის და 38 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

მიხვდა - ლუის ენრიკეს მაგარი დაპირება კვარაცხელიას

ლიგა 1-ის გასულ ტურში პარი სენ-ჟერმენმა ნიცა ანგარიშით 0:4 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკემ პენალტის შემსრულებელზე ისაუბრა:

"გამიმართლა, რომ პენალტის ბევრი შემსრულებელი მყავს. ვაჩვენეთ, რომ პენალტის კარგად დარტყმა შეგვიძლია. მარკინიოსი ან ვიტინია წყვეტს, ვინ შეასრულებს პენალტს. ეს მატჩზეა დამოკიდებული, თავდაჯერებულობაზე.

დღეს ეს ნუნუ იყო, შემდეგ ჯერზე შეიძლება ვიტინია, დუე, კვარა ან დემბელე იყოს. ბევრ მოთამაშეს შეუძლია პენალტის დარტყმა".

Facebook კომენტარები