8 საათის და 18 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ეს სიტყვა მის თამაშს ზუსტად შეეფერება" - კვარას ფრანგმა ჟურნალისტმა ახალი მეტსახელი შეარქვა

გავლენიანი ფრანგული გამოცემის, LeParisien-ის ჟურნალისტმა, დომინიკ სევერაკმა ჩელსისთან განმეორებითი მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"ვფიქრობ, ის სათადარიგოთა სკამზე ტაქტიკური მოსაზრებით დარჩა, რადგან ლუის ენრიკემ ცენტრალურ გამთამაშებლად დუე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, კვარა მოედანზე საოცრად მოტივირებული და შემართული შემოვიდა. ის ნამდვილი „ცხოველია“ - და ეს ჩემი მხრიდან პოზიტიური შეფასებაა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც დიდ მატჩებში სათამაშოდაა დაბადებული.

მანამდე აღვნიშნე, რომ ბარკოლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია საჯარიმოს გარეთ, თუმცა კვარა, უბრალოდ, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მას ყველაფერი აქვს. შესაძლოა, ცოტა სტაბილურობა აკლია (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ის თავად ირჩევს კონკრეტულ მატჩებს, რაც დიდ ფეხბურთელებს ახასიათებთ), თუმცა, სხვა მხრივ, ის ისეთივე კლასისა და დონისაა, როგორც ოლისე, ლუის დიასი, იამალი, რაფინია თუ ვინისიუსი, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული სათამაშო სტილი აქვს“.

შეგახსენებთ, რომ ჩელსისა და პსჟ-ს მატჩი 17 მარტს, 23:59 საათზეა ჩანიშნული.

Facebook კომენტარები