ლივერპულის მეკარის, ალისონ ბეკერის აგენტმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ბრაზილიელმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
"ახლახანს ლივერპულთან კონტრაქტი გავახანგრძლივეთ. კონფიდენციალურობის ვალდებულება მაქვს და ხელშეკრულების ხანგრძლივობაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, ლივერპულმა ალისონის კონტრაქტში არსებული +1 წლის გახანგრძლივების ოპცია გაააქტიურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბეკერი 2026 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი არ გახდება.