23 საათის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

როგორც კი მისი სახე დავინახე, ერთ რამეს მივხვდი - სანიოლის ასისტენტი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის, ასისტენტმა, ადელ შედლიმ, L’Equipe-ს ინტერვიუ მისცა. 

აღსანიშნავია, რომ შედლიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

"როგორც კი მისი სახე დავინახე, როდესაც მოედანზე შედიოდა, ვიცოდი, რაც მოხდებოდა. 

"კვარაცხელია ამაყი და მტკიცე ხასიათის მქონე ფეხბურთელია. ალბათ, ძალიან არ მოეწონა, ძირითად შემადგენლობაში რომ არ დაიწყო.

"ხვიჩას პირველი გოლი შემთხვევითობა ნამდვილად არ იყო. ეს არის ის, რაზეც ჩვენთან და პარი სენ-ჟერმენში მუდმივად ვარჯიშობს. 

"ბევრი ფეხბურთელი არ არის, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. კვარაცხელია ფენომენია", - თქვა შედლიმ.

Facebook კომენტარები