სპორტულმა პორტალმა Goal.com-მა მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის "პარის სენ-ჟერმენზე" საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.
"პსჟ ჯერ კიდევ არაა ის გუნდი, რომელმაც შარშან არცერთი მეტოქე არ შეიმჩნია და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თუმცა „ჩელსისთან“ მატჩში გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ შესაძლოა ენრიკეს გუნდმა საუკეთესო ფორმა დაიბრუნოს.
"რა თქმა უნდა, უსმან დემბელემ პარიზელთა შეტევას დინამიზმი შესძინა, ხოლო თუ ხვიჩა კვარაცხელია ასეთ მაგიურ მომენტებს რეგულარულად შემოგვთავაზებს, მოქმედი ჩემპიონების შეჩერება რთული იქნება.
"საპასუხო შეხვედრაში „სტემფორდ ბრიჯზე“ პსჟ-მა საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს, ხოლო მეოთხედფინალი „ლივერპულის“ ან „გალათასარაის“ წინააღმდეგ დაუძლეველ ამოცანას არ წარმოადგენს", - წერს გამოცემა.