10 მარტს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში ლივერპული გალათასარაისთან ანგარიშით 1:0 დამარცხდა.
როგორც მოგეხსენებათ, ამ მატჩში წითლების კარში გიორგი მამარდაშვილი იდგა, რადგან ალისონ ბეკერი ტრავმირებულია.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა არსებულ ვითარებაზე ისაუბრა:
"ალი სავარჯიშო სესიაზე იყო, რაც ბევრს უნდა დაენახა დაინახა. თუმცა, სამწუხაროდ, ვარჯიშის დასასრულს მან რაღაც დისკომფორტი იგრძნო. ექიმებმა გასინჯეს და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ხვალ სათამაშოდ ის მზად არ იქნებოდა, ამიტომ მგზავრობას აზრი არ ჰქონდა.
დაბრუნდება თუ არა ბრაზილიელი მეკარე კვირას „ტოტენჰემთან“ მატჩისთვის? ამის შანსი ნამდვილად არსებობს. არ ვფიქრობთ, რომ ეს რაიმე სერიოზულია, თუმცა ხვალინდელი თამაშისთვის ნამდვილად არ იყო“, - თქვა სლოტმა.