ალისონ ბეკერი „გალათასარაისთან“ მატჩს გამოტოვებს — სასტარტოში გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს.
„ლივერპულის“ ბრაზილიელი მეკარე გუნდთან ერთად ვერ იქნება თურქული გუნდის წინააღმდეგ მატჩში წინააღმდეგ მატჩში.
კლუბის ინფორმაციით, ბრაზილიელ კიპერს ფიზიკური პრობლემები აქვს და ამიტომ ის განაცხადიდან ამოიღეს.
მის ნაცვლად მერსესაიდალთა კარს დაიცავს საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც მნიშვნელოვანი შანსი ეძლევა საკუთარი შესაძლებლობები მაღალ დონეზე კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს.
გადაწყვეტილება საბოლოოდ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი, როცა გაირკვა, რომ ალისონი სრულ მზადყოფნაში არ იმყოფებოდა და სამწვრთნელო შტაბმა რისკზე წასვლა არ ისურვა.