8 საათის და 24 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"შეიძლება წელს არა, მაგრამ..." - მამარდაშვილმა დუმილი დაარღვია

გიორგი მამარდაშვილის ლივერპულის შემადგენლობაში თამაში არ უწევს, ამას სეზონის დაწყებამდეც შეგუებულები ვიყავით.

თუმცა თასის ბოლო ორ მატჩში არნე სლოტის მიერ ალისონ ბეკერის კარში ჩაყენების გადაწყვეტილებამ, რა თქმა უნდა, ჩვენში და მედიაში უკმაყოფილება გამოიწვია.

ქართველ მეკარეს აქამდე თასის მატჩებში ეძელეოდა დრო, თუმცა ახლა აღარ.

არსებულ ვითარებაზე თავად მამარდამ თქვა:

"ჩემი ყოფილი მეკარეების მწვრთნელი, ხოსე მანუელ ოჩოტორენა, როცა მეუბნებოდა, რომ უნდა მეპოვა ბალანსი ამბიციასა და მოთმინებას შორის.

ამიტომ უნდა გააგრძელო მძიმე მუშაობა და არასოდეს იცი, როდის მოვა შენი შანსი. რა თქმა უნდა, ადვილი არასოდეს არის, რადგან მხოლოდ ერთი კარია! მაგრამ როგორც ვთქვი, თუ არ ვითამაშებ, პრობლემა არ მაქვს — ყოველდღე უნდა ვიმუშაო და ესაა. ჩემი დრო აუცილებლად მოვა. შეიძლება არა წელს, მაგრამ ჩემი დრო მოვა.“

Facebook კომენტარები