1 დღის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ალისონი სკამზე?! - გიორგი მამარდაშვილის მორიგი შანსი

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ მომდევნო შეხვედრას ინგლისის ასოციაციის თასზე გამართავს. 

აღსანიშნავია, რომ მერვედფინალში მერსისაიდელები სტუმრად „ვულვზს“ დაუპირისპირდებიან.

ავტორიტეტულმა ინგლისურმა გამოცემამ, Standard-მა, მოახლოებულ შეხვედრას სტატია მიუძღვნა და ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. 

წყაროს ცნობით, არის შანსი, ქართველმა მეკარემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს. „შესაძლოა, ალისონ ბეკერი ჩემპიონთა ლიგაზე, „გალათასარაისთან“ გასამართი მერვედფინალური მატჩისთვის დაასვენონ.

ეს ნიშნავს, რომ გიორგი მამარდაშვილი „ბარნსლისთან“ შეხვედრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდება“, — წერს Standard-ი. 

ცნობისთვის, „ვულვზისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება 6 მარტს გაიმართება და თბილისის დროით, 23:55-დან დაიწყება.

Facebook კომენტარები