5 საათის და 39 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ქართველ ქალ ფეხბურთელთან, ანანო წიქარიძესთან დაკაშირებით სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა

საქართველოს ქალთა ნაკრების იმედისმომცემ თავდამსხმელს, ანანო წიქარიძეს იტალიური „რომა“ იწვევს, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ქალთა ფეხბურთის“ დამფუძნებელი ნიკა მითაიშვილი ავრცელებს.

მისი ცნობით, რომაულ კლუბთან მოლაპარაკებები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდა. 16 მარტს ანანო რომში ჩაფრინდება,სადაც საცდელ ვარჯიშებს ჩაატარებს, რის შემდეგაც წინასწარ კონტრაქტს გააფორმებს. სერია A-ს გუნდს ის მას შემდეგ შეუერთდება, რაც სრულწლოვანი გახდება.

მითაიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანი როლი იტალიელმა აგენტმა ლუკა ალბანომ ითამაშა, რომელიც მას პირადად დაუკავშირდა.

16 წლის თავდამსხმელმა ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა 15 წლის ასაკში ჩაატარა, 17-წლამდელთა ნაკრებში კი 19 მატჩში 26 გოლის გატანა შეძლო.



Facebook კომენტარები