37 წლის რუსმა ფეხბურთელმა, არტიომ ძიუბამ ერთ-ერთ ინტერვიუში ლეონიდ სლუცკის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი.
რუსმა სპეციალისტმა მანამდე თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას, მარტინ ოდეგორისა და ალექსანდრ გოლოვინის განვითარებაში საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას სლუცკი „რუბინში“ წვრთნიდა.
ძიუბამ სლუცკის სიტყვებს ირონიულად უპასუხა და აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელს მასთან მუშაობა უკვე დიდი ხანია არ ახსოვს:
"კვარაცხელიას დიდი ხანია სლუცკი აღარ ახსოვს. ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩა სამი დღით ნახა და ახლა ამბობს, რომ მისგან ფეხბურთელი შექმნა.
ამასთან, უნდა ვაღიაროთ, რომ გოლოვინი ნამდვილად ლეონიდ ვიქტოროვიჩმა შექმნა. ის სლუცკის პროდუქტია, მაგრამ ოდეგორსა და კვარაცხელიაზე ამას ვერ ვიტყვით“, — განაცხადა ძიუბამ.