საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სმაილ ბუაბდელასთან YOUTUBE პოდკასტში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
მან გაიხსენა თუ, რა რეაქცია ჰქონდა, როცა კვარას თამაში პირველად იხილა:
"კვარაცხელიას თამაში პირველად რომ ვნახე, თვლაწინ რიბერი წამომიდგა. ის იყო მოთამაშე, რომელიც ბურთთან ერთად ჩქარებოდა და არაფრის ეშინოდა.
რიბერისგან განსხვავებით კვარა ემოციური და მოლაპარაკე არ არის, თუმცა თამაშის სტილით მსგავსება მართლაც არსებობს. უმაღლესი დონის - ორივე მათგანს სწორედ ასე დავახასიათებდი."