3 დღის და 8 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ღმერთს ვფიცავარ ილია თოფურიას სახელი გაგონილი არც მქონდა" - ტერენს კროუფორდის განცხადება

ამერიკელმა მოკრივემ, ტერენს კროუფორდმა ერთ-ერთ ინტერვიუში ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა:

„სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცი, ვინ არის ეგ ბიჭი. ღმერთს ვფიცავ, მისი სახელიც კი არ მქონდა გაგებული მის გამოწვევამდე და არცერთი ბრძოლა არ მინახავს. ალბათ იუთუბზე მომიწევს მისი მოძებნა, რომ ვნახო, ვინ არის. მე მხოლოდ კრივის სამყაროში ვარ და ასეთ რამეებს ყურადღებას არ ვაქცევ.

MMA-ში ჩემთვის საკმარისი ფული არ არის. რატომ უნდა შევიწუხო თავი მათთან ჩხუბით? ეს ბიჭები კრივში იმიტომ მოდიან, რომ აქ დიდი ფულია, მაგრამ მე იქით გადასვლას არ ვაპირებ.

თოფურიას გამოწვევა? ეს მხოლოდ პოპულარობის დევნაა. მის გარდა, ყველა ჩემს სახელს ახსენებს, რათა სათაურებში მოხვდნენ. ასეთ თამაშებში არ ვმონაწილეობ", - განაცხადა ამერიკელმა.

Facebook კომენტარები