9 საათის და 33 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ვინ თუ არა ის! - დასახელდა 2025 წლის UFC-ის საუკეთესო მებრძოლი

სპორტულმა გამოცემა ESPN-მა 2025 წლის UFC-ის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი დაასახელა.

მოგეხსენებათ, რომ ქართველმა მანქანამ გასულ წელს 4-ჯერ იბრძოლა, 3-ჯერ საჩემპიონო ქამარი დაიცვა, ერთხელ კი მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა.

"დვალიშვილის გამბედაობა აღნიშვნის ღირსია, მან ერთ წელიწადში ოთხი ბრძოლა ჩაატარა და ეს იმ ეპოქაში, როცა ჩემპიონები წელიწადში ორჯერაც იშვიათად ჩხუბობენ – სწორედ ეს გამოარჩევს მას სხვებისგან“, – წერს ESPN-ი.

Facebook კომენტარები