UFC-ს ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
კერძოდ, "ელ მატადორმა" ისლამ მახაჩევზე ისაუბრა.
"ყველამ იცის, რომ ეს არის ბრძოლა, რომლის ნახვაც ყველას უნდა, თუმცა მახაჩევი ჯერ კიდევ არ დათანხმებულა.
"ისლამ, მე არ ვარ ჯეკ დელა მადალენა ან დენ ჰუკერი. მე სრულიად განსხვავებული ვარ. როცა ჩემს მარჯვენა ხელს იგემებ, ძალიან, ძალიან დიდხანს დაიძინებ", - თქვა თოფურიამ.