13 საათის და 48 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ეს სანტიმეტრების თამაშია" - გიგა ჭიკაძის განცხადება მარცხის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, გიგა ჭიკაძე ბოლო ბრძოლაში კევინ ვალეხოსთან დამარცხდა.

ქართველმა მებრძოლმა ამ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"ეს სანტიმეტრების თამაშია. ზოგჯერ ჩაქუჩი ხარ, ზოგჯერ კი - ლურსმანი. სამწუხაროდ, გუშინ ჩემი დღე არ იყო. მოსამზადებელ ეტაპზე უდიდესი სამუშაო გავწიე და გამარჯვების გულწრფელად მჯეროდა. თავს დიდებულ ფორმაში ვგრძნობდი.

ვწუხვარ, ჩემი შვილების, მეუღლისა და ოჯახის მიმართ, რომელთაც უდიდესი მსხვერპლი გაიღეს და მუდამ მხარს მიჭერენ. არასდროს მსურდა, რომ ასეთ მდგომარეობაში ვენახეთ.

მადლობელი ვარ ჩემი გუნდის და ყველას მიმართ, ვინც გვერდში მედგა. ყველაფერი ღმერთისგანაა დაწერილი და მისი მჯერა გამარჯვებისა და მარცხის დროს.

ეჭვგარეშეა, მე კვლავ დავბრუნდები."

Facebook კომენტარები