14 დეკემბერს, ლას ვეგასში 37 წლის გიგა ჭიკაძე UFC-ს ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში არგენტინელ კევინ ვალეხოსს შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მებრძლი არგენტინელ ოპონენთან ნოკაუტით დამარცხდა.
საგულისხმოა, რომ ვალეხოსი გიგას ამ ბრძოლამდე შერეულ ორთაბრძოლებში მოპოვებული 15 გამარჯვებითა და ერთი მარცხით ხვდებოდა.
რაც შეეხება ჭიკაძეს, მან ბოლო 21 ბრძოლიდან 6-ჯერ წააგო.