UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად ამავე ორგანიზაციის კომენტატორმა მაიკლ ბისპინგმა მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა.
"ულწრფელად რომ ვთქვათ, მერაბმა ალბათ დაიმსახურა რემატჩი. შეხედეთ მის მიერ გაწეულ სამუშაოს, დიახ, ალბათ იმსახურებს, მაგრამ არსებობს უმარ ნურმაგომედოვიც.
"თუმცა, ვიტყოდი, რომ პიოტრ იანს ერთხელ მაინც უნდა მივცეთ ტიტულის დაცვის უფლება, მერაბმა კი უნდა შეისვენოს.
"ცოტა ხანი დაისვენე, ძმაო. წარმოუდგენელი რაღაცები გააკეთე და ამიტომ, ნამდვილად იმსახურებ დასვენებას.
"ეჭვგარეშეა, რომ დიდი რაოდენობის თანხა გამოიმუშავე, შენი ქვეყანა უმაღლეს დონეზე წარმოაჩინე და ამაში ნამდვილად ყველაფერი ჩადე.
"დაისვენე სამი, ოთხი ან ხუთი თვე, მიეცი სხეულს და გონებას მოდუნების საშუალება, შემდეგ კი დაბრუნდი და ეცადე, რომ ტახტი უკან დაიბრუნო", - თქვა ბისპინგმა.