1 თვის და 3 კვირის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"როგორ შეიძლება მისი ფანი არ იყო?" - ჯონ ჯონსის განცხადება მერაბ დვალიშვილზე

როგორც მოგეხსნებათ, ლას-ვეგასში, „თი-მობაილ არენაზე“ გამართული UFC 323-ის მთავარი დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. 

სუპერმსუბუქი წონის ქართველი ლიდერი, მერაბ დვალიშვილი პეტრ იანთან რემატჩში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

აღნიშნულ ბრძოლას სოციალურ ქსელში ლეგენდარული ჯონ ჯონსი გამოეხმაურა:

"როგორ შეიძლება მისი ფანი არ იყო? მერაბ, მე შენი დიდი გულშემატკივარი ვარ, ჩემთვის ყოველთვის ჩემპიონი ხარ", - წერს ჯონ ჯონსი.


Facebook კომენტარები