3 საათის და 46 წუთის წინ
Giorgi Sokhadze
Aa

"მზად ვარ, რომ..." - ისლამ მახაჩევის პასუხი ილია თოფურიას

როგორც მოგეხსენებათ, ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და ქვესაშუალო წონის ჩემპიონი გახდა.

ამ ბრძოლის შემდეგ ილია თოფურიამ დაღესტნელს მიმართა:

"ჯეკ, მთელი კემპი ჭიდაობას უნდა დაუთმო. რა დიდი იმედგაცრუება ჩემპიონია. საქართველოში უნდა წახვიდე და რამე ისწავლო.

ისლამ, შენ რაღაც გაკლია, რასაც ვარჯიშით ვერ შეიძენ - ემოცია. შენ ამ სპორტში ყველაზე მოსაწყენი ხარ. ვრწმუნდები, რომ აუცილებლად დაგაძინებ.“

ქართველ ჩემპიონს თავად მახაჩევმაც უპასუხა:

"პასუხი თოფურიას? ტრავმები და სერიოზული დაზიანებები არ მიმიღია. მზად ვარ. 

ვინც არ უნდა იყოს შემდეგი, მწყობრში ვარ. მარტივი იქნება".

Facebook კომენტარები