22 ნოემბერს ალექსანდრე თოფურია UFC-ს კარიერაში თავის მეორე ბრძოლას ჩაატარებს, სადაც ბეკზატ ალმახანს შეხვდება.
ბრძოლის წინ, ბეკზატმა ქართველ მებრძოლთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
"ალექსანდრეს და მის ძმას, ილიას დიდ პატივს ვცემ... თუმცა, ვფიქრობ, ალექსანდრეს გარშემო აჟიოტაჟი მხოლოდ იმიტომაა შექმნილი, რომ ილიას ძმაა. არანაირ წნეხს არ ვგრძნობ.
"დიახ, ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა, მაგრამ ყველაზე რთული ნამდვილად არ არის.
"ალექსანდრე კარგი გრეპლერი და სტრაიკერია, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ.
"რას ვფიქრობ მერაბ დვალიშვილზე? მერაბი ძალიან ძლიერი მებრძოლია და მას უდიდეს პატივს ვცემ იმის გამო, რასაც 2025 წელს მიაღწია.
"მისი და პიოტრ იანის ჩხუბი? ვფიქრობ, იანი გაიმარჯვებს. შანსები 60/40-ზეა იანის სასარგებლოდ", - თქვა
