12 საათის და 6 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"რეალი" VS "ბარსელონა" - ილია თოფურიას საინტერესო პროგნოზი

26 ოქტომბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალი" კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

შეხვედრის წინ ილია თოფურიამ თავისი პროგნოზი გააკეთა.

"ყოველთვის რეალისკენ ვარ, რაც არ უნდა მოხდეს. ჩემი პროგნოზი „მადრიდის“ გამარჯვებაა“, 

"ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი ფეხბურთით. ბავშვობაში ხშირად ვატარებდით დიდ დროს მეგობრებთან ერთად უბანში, სკოლაში. ფეხბურთი ბევრს აერთიანებს. მე ყოველთვის მიყვარდა ის და ყოველთვის „რეალის“ გულშემატკივარი ვიყავი. არის რაღაცები, რასაც თავად ირჩევ, და არის რაღაცები, რაც გირჩევს შენ. 

"ვფიქრობ, „რეალის“ ფანებმა ამირჩიეს მე, რადგან ისინი ყოველთვის მინერგავდნენ რაღაც უნიკალურს, რასაც სხვა არც ერთი გუნდი. მახსოვს, როგორ ვუყურებდი გუნდის მატჩებს და ამაზე სერხიო რამოსსაც კი ვესაუბრე. ის ყველაზე მეტად მომწონდა და პატარაობისას ყოველთვის მისი მაისური მეცვა. 

"რამოსის პირადად გაცნობისა და მასთან ცოტა დროის გატარების შესაძლებლობა – ეს საოცრებაა. 

"ვფიქრობ, რომ „რეალი“ ყოველთვის განასახიერებდა ჩემთვის მსგავს ფასეულობებს, როგორც ყველასთვის. 

"სიმტკიცე, დაბრკოლებების გადალახვა, რწმენა და ის ფაქტი, რომ რაც არ უნდა რთული იყოს, არასოდეს დანებდე. რომ ყოველთვის შეიძლება უკეთესი შედეგის მიღწევა და სიტუაციის შემობრუნება", - განაცხადა ილია თოფურიამ.

Facebook კომენტარები