3 კვირის და 6 დღის წინ
Giorgi Sokhadze
Aa

ბელალ მუჰამედი: "უმარმა მერაბთან ხელი მოიტეხა და ამიტომ წააგო"

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ბელალ მიჰამედმა ერთ-ერთ ინტერვიუში მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლა გაიხაენა:

"უმარმა პირველი და მეორე რაუნდი მოიგო, შემდეგ კი ხელი მოიტეხა, რის გამოც ბრძოლის სცენარი რადიკალურად შეიცვალა. დვალიშვილი და ნურმაგომედოვი დონეების მხრივ ერთმანეთს ძალიან ახლოს არიან, ამიტომ რემატჩის ნახვის სურვილი ნამდვილად ჩნდება.

თუმცა უმარმა ჯერ ბაუტისტას უნდა მოუგოს. ნურმაგომედოვი მთლიან მოსამზადებელ ბანაკს ხაბიბთან ერთად ატარებს. ხაბიბი ყველაზე გიჟი მწვრთნელია - ის უმარს ისეთ რაღაცებს გააკეთებინებს, რაც მას აქამდე არასდროს უცდია. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ბრძოლა წააგო. ხაბიბი მას ამოსუნთქვის საშუალებას არ მისცემს. ისინი გახარებული იქნებიან, რადგან უსმან ნურმაგომედოვმა გაიმარჯვა, და ვფიქრობ, უმარი გამარჯვებისთვის სწორად მოემზადება.“

Facebook კომენტარები