UFC-ის ყოფილი ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე კარიერას რუსულ ორგანიზაცია ACA-ში (Absolute Championship Akhmat) გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ ქართველის მეტოქე სადებიუტო ბრძოლაში ბრაზილიელი ვიქტორ ჰიუგო იქნება.
პრომოუშენის ინფორმაციით, ბრძოლა 23 ოქტომბერს დუბაიში, АСА 194-ზე გაიმართება.
ჰიუგო 32 წლისაა, მის ანგარიშზე MMA-ში 25 მოგება და 6 მარცხია. UFC-ში ის 2023 წელს „დენა უაითის კონტენდერების სერიიდან“ მოხვდა და ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში 2 ბრძოლა ჩაატარა - მსაჯთა გადაწყვეტილებით თანამემამულე პედრო ფალკაოს მოუგო, შემდეგ კი ასევე მსაჯთა გადაწყვეტილებით ბრიტანელ ფარიდ ბაშარათთან დამარცხდა.
რაც შეეხება ქუთათელაძეს, მას 22 მარტის შემდეგ არ უჩხუბია, როცა კაუე ფერნანდესთან მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა. 33 წლის „ქართველი ვიკინგის“ ანგარიშზე MMA-ში 13 მოგება და 5 მარცხია.