8 საათის და 9 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ილიამ და ჯორჯინამ სოციალურ ქსელებში საჯარო განცხადებები გააკეთეს

ბოლო პერიოდში ილია თოფურიას სპორ­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც გან­ხილ­ვის თე­მაა. ილია და მისი მეუღლის გაშორების შესახებ გავრცელებული ეჭვები გამ­ყარ­და, რო­დე­საც ილი­ამ და ჯორ­ჯი­ნამ ყვე­ლა ერ­თობ­ლი­ვი ფოტო წა­შა­ლეს "ინ­სტაგ­რა­მი­დან".

ჭო­რებს ახა­ლი სა­ბა­ბი მის­ცა ჯორ­ჯი­ნა უს­კა­ტე­გის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა პოსტმა. თავ­და­პირ­ვე­ლად ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბით სავ­სე პრო­ფი­ლი­დან, ჯორ­ჯი­ნამ ახლა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი და ქა­ლიშ­ვი­ლის სუ­რა­თე­ბი გა­ა­ზი­ა­რა მად­რი­დის ზო­ო­პარ­კი­დან. ფო­ტო­ზე თან­დარ­თულ­მა წარ­წე­რამ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს მათ და­შო­რე­ბა­ში სა­ბო­ლო­ოდ და­ა­ჯე­რა:

"დე­დის ჭეშ­მა­რი­ტი ძალა ის კი არ არის, რომ მუდ­მი­ვად საფრ­თხეს ელო­დოს, არა­მედ ის, რომ შექ­მნას გა­რე­მო, სა­დაც მის შვილს შე­ეძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს მა­მა­ცად, თა­ვი­სუფ­ლად და ში­შის გა­რე­შე. ჩემო პა­ტა­რა ჯორ­ჯი­ნა, შენს გვერ­დით ყოფ­ნა­ზე და იმა­ზე მე­ტად არა­ფე­რი მიყ­ვარს, ვიდ­რე შენი და­ნახ­ვა - რო­გორ ყა­ლიბ­დე­ბი სი­ცო­ცხლით, აზ­რე­ბი­თა და თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბით სავ­სე პი­როვ­ნე­ბად. ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბაა, მოგ­ცე ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც ძლი­ე­რი გა­იზ­რდე­ბი, პა­ტი­ოს­ნე­ბის მა­გა­ლი­თი და­გა­ნა­ხო და გზა გა­გიკ­ვა­ლო შენი ბედ­ნი­ე­რე­ბის­კენ", - წერს ჯორჯინა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წყვილს სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს (ილი­ას წინა ურ­თი­ერ­თო­ბი­დან უფ­რო­სი ვა­ჟიც), ეს "სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია" იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კრი­ზი­სია.

თა­ვის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი ილია თო­ფუ­რია პირ­ველ შვილ­თან - უგოს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქვყნებს და წერს:

"არ­სე­ბობს მო­მენ­ტე­ბი, როცა სული ორად იყო­ფა,მაგ­რამ გული მად­ლი­ე­რე­ბით ივ­სე­ბა.

"ვა­მა­ყობ ჩემი ფეს­ვე­ბით, იმ გზე­ბით, რომ­ლებ­მაც აქამ­დე მო­მიყ­ვა­ნა,და იმ ადა­მი­ა­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც თი­თო­ე­ულ ნა­ბიჯ­ზე მაძ­ლი­ე­რე­ბენ.

"ნამ­დვი­ლი გა­მარ­ჯვე­ბა ის არის - არას­დროს და­ი­ვი­წყო, სა­ი­დან მო­დი­ხარ და ღირ­სე­ბი­თა და გუ­ლით გა­აგ­რძე­ლო გზა", - წერს ილია. 

წყარო: Ambebi.ge


Facebook კომენტარები