UFC-ს ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია Რუსთავის N21 საჯარო სკოლას ესტუმრა და მასწავლებლები და პატარა მოსწავლეები მოინახულა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა პატარა მოსწავლისა და ჩვენი ჩემპიონის საინტერესო ამბავი, რომელსაც პოსტის სახით თამო ლონდარიძე გვიზიარებს.
"დათა, რომ სახლიდან გადიოდა, ვუთხარი სურათი გადაიღე-მეთქი და ხომ არ დამარტყავსო?😂😂😂😂😂💖💖💖
"მამამისს უფრო, კარგად უთხრა😂😂😂
"არა ეგრე არ იყო😂მუშტები აჩვენე და ისე გადაიღე სურათი-მეთქი და არ ეგონოს რომ ვურტყავ და არ დამარტყასო😂 “
პ.ს. დათას მონათხრობი😂😂😂 რა მოხდა დე, გითხრა, რამე-მეთქი და რომ დავინახე, ვუთხარი მოდი ყურში, რაღაც უნდა გითხრაო, თოფურია დაიხარა და მე დავარტყიო მერე ასე მითხრა, მიაფსი მამაშენსო😂😂😂😂😂😂😂 ეს წარმოიდგინა თუ მართლა მოხდა არ ვიცი", - ვკითხულობთ პოსტში