1 კვირის და 1 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"თქვენი წარმატება თითოეული ჩვენგანის წარმატებაა" - ილია თოფურია

ქართველი UFC-ის ჩემპიონი, ოლია თოფურია, საქართველოსთან მატჩამდე, ესპანეთის ნაკრებს ეწვია.

ჩვენი ჩემპიონი ესპანელთა ბაზაზე მივიდა და ვარჯიშის დროს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებსა და პერსონალს მიესალმა. 

ასევე, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ რაფაელ ლუზანისგან სპეციალური, ხელმოწერებიანი მაისური მიიღო.

თოფურიამ ესპანელ ფეხბურთელებთან და პერსონალთან ერთად ფოტოები გადაიღო, რის შემდეგაც მათ წარმატება უსურვა.

"რწმენითა და თავდადებით ყველაფერი შესაძლებელია. მომდევნო ორ შეხვედრაში ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ, რადგან თქვენი წარმატება თითოეული ჩვენგანის წარმატებაა", - თქვა ილიამ.

Facebook კომენტარები