1 კვირის და 6 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მერაბის მასტერკლასი - მეხუთე რაუნდშიც ისე გამოიყურება, როგორც ბრძოლის სტარტზე" - ასპინალმა მერაბზე ისაუბრა

UFC-ის ყველაზე მაღალი წონითი კატეგორიის ჩემპიონმა, ტომ ასპინალმა მერაბ დვალიშვილზე სასიამოვნო კომენტარი გააკეთა.

"როდესაც მერაბს ეჩხუბები, არასდროს იცი, რას უნდა ელოდო, და კორიც სწორედ ამიტომ ყოყმანობდა. დვალიშვილთან ბრძოლა არ მინდა — საშინელებაა. ის არასდროს ჩერდება. ერთ მომენტში კორის ფეხი ჰქონდა დაჭერილი, ხუთი მიმართულებით დატრიალდა, შემდეგ კორპუსში შევიდა, თეიქდაუნი შეასრულა და ისევ ფეხზე წამოდგა. ყველამ იცის, რომ ერთ წუთში ზუსტად იმავეს გაიმეორებს.

კორი ცუდად გამოიყურება და მერაბთან ჩხუბი, ალბათ, საშინელებაა - ამოსუნთქვისთვის წამსაც არ გაძლევს. დროის გასვლასთან ერთად, მისი კარდიო და გამძლეობა უკეთესი ხდება - არ ვიცი, ეს როგორ გამოსდის. დვალიშვილი ყველაფერს აკეთებს, გაჩერების გარდა - ის უბრალოდ არ ჩერდება.

მერაბის მასტერკლასი - მეხუთე რაუნდშიც ისე გამოიყურება, როგორც ბრძოლის სტარტზე. დვალიშვილს საოცარი ტექნიკა აქვს, მაგრამ ხალხი ხშირად ამას უყურადღებოდ ტოვებს. მეხუთე რაუნდია და იცინის, დაღლილიც კი არ არის. მერაბი დაუჯერებელია - მსგავსი რამ არასდროს მინახავს. UFC-ში ასეთი მებრძოლი არ მინახავს.“

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მანქანამ UFC 320-ზე კორი სენდჰეგენი უშანსოდ დაამარცხა.

Facebook კომენტარები