UFC-ს ქართველმა ვარსკვლავმა, ილია თოფურიამ ესპანეთიდან აშშ-ში კერძო თვითმფრინავით გადაადგილებისთვის დაახლოებით 200,000 დოლარი დახარჯა.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრებით ირკვევა, რომ თოფურიას პრესტიჟული დახვედრა ჰქონდა – თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას მას წითელი ხალიჩა გაუშალეს, რომელზეც მისი პირადი ლოგოც იყო დატანილი.
თოფურია UFC-ში სწრაფად ჩამოყალიბდა არა მხოლოდ დაუმარცხებელ მებრძოლად, არამედ როგორც ბრენდი, რომელიც საკუთარი იმიჯის შექმნას დეტალების დონეზე უდიდეს ყურადღებას აქცევს.
ექსპერტების აზრით, ასეთი პრეზენტაციები მის მარკეტინგულ ღირებულებას და პოპულარობას კიდევ უფრო ზრდის, განსაკუთრებით ამერიკულ ბაზარზე, სადაც სპორტსმენების პერსონა წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილია.