2025 წელი ქართველი მებრძოლებისთვის ძალიან მაგრად მიმდინარეობს.
მერაბ დვალიშვილმა უკვე 2-ჯერ მოახერხა ქამრის დაცვა.
ილია თოფურიამ კი მსუბუქი წონის დივიზიონი დაიპყრო და ორმაგი ჩემპიონი გახდა.
P4P-ში პირველ ადგილს ილია იკავებს, მერაბი კი მესამეს, რაც ძალიან მაგარი მიღწევაა.
MMA-ის ექსპერტებმა, thebarnhillbrothers-მა თავიანთ პოდკასტში ისაუბრეს, რომ 2025 წელი საქართველოს დომინირებით მიმდინარეობს.
მათ აღნიშნეს, რომ გასულ წლებში პირველ ადგილზე მუდამ დაღესტანი იყო, წელს კი საქართველომ ყველაფერი შეცვალა.