ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლამდე 48 საათით ადრე ინტერვიუ ჩაწერა, სადაც, რა თქმა უნდა, მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
ქართველმა ჩემპიონმა წინასწარმეტყველებაც შემოგვთავაზა, რომელიც ერთი-ერთში ახდა:
"მოკლედ, აი რა მოხდება ჩარლზთან: ის ფიქრობს, რომ მას შანსები აქვს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ასე არ არის. ის უბრალოდ ოქტაგონზე უნდა მოვიდეს, დანარჩენს კი მე მივხედავ.
მე მას პირველივე რაუნდში დავანოკაუტებ, რადგან ის მუდამ წინ მოძრაობს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპონენტთან სივრცე შევამოკლო, ისინი გვერდებზი მიდიან, უკან იხევენ და მას შემდეგ, რაც დისტანციას მოვიგებ მეტოქე დანოკაუტებულია.
ჩარლზის შემთხვევაში დისტანციის შემცირება არ მომიწევს, რადგან ის მუდამ წინ მოდის. ეს არის სწორედ ის, რაც მის დასანოკაუტებლად მჭირდება", - თქვა ილიამ და აასრულა.