მერაბ დვალიშვილმა შონ ომალისთან ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის მისი პატარა ტრავმის შესახებ გვამცნობს.
ხალხში გაჩნდა ეჭვები - შეძლებს თუ არა დვალიშვილი 8 ივნისამდე რეაბილიტირებას და ბრძოლას?
ამ კითხვას თავად მერაბმაც უპასუხა, რომ ბრძოლის ჩაშლის არანაირი საშიშროება არ არსებობს.
ეს ასევე მისმა მთავარმა, მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა ოფიციალურად დაადასტურა:
“ერთი დღით წავედი და რაღაც მოხდა. მაგრამ მერაბს უყვარს ხალხში ძლიერი ემოციების გამოწვევა. შეიძლება სხვებმა იფიქრონ, რომ სისულელეებს აკეთებს, მაგრამ მერაბი არასდროს გამოაქვეყნებდა ისეთ რამეს, რაც ბრძოლიდან მის ჩახსნას გამოიწვევდა. ასე რომ, მეგობრებო, თუ მერაბი რამეს აქვეყნებს, ე.ი. ისეთი სერიოზულიც არ ყოფილა და ხელს ძალიან არ შეუშლის.
დარწმუნებული ვარ, ფეხის თითი [მართლაც] მოიტეხა. მაგრამ ბანაკში ყველა მებრძოლს რაღაც ტრავმა აქვს. არის ტრავმების რაღაც დონე, რითაც ბრძოლაში მისვლა უბრალოდ მოგიწევს. ეს ასე იქნება და ყოველთვის იყო. უბრალოდ მერაბი ამაზე უფრო მეტ პოსტს აქვეყნებს, ვიდრე დანარჩენები. მაგრამ ყველაფერი კარგადაა - ის კარგად არის.”