2 საათის და 25 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ხაბიბის დიდი ფანი ვიყავი, მაგრამ..." - რა თქვა საბა ლაზიშვილმა

საბა ლაზიშვილი საინტერესო განცხადებას ავრცელებს:

"ხაბიბის ძაან დიდი ფანი ვიყავი ყოველთვის და როგორც სპორტსმენს და როგორც ადამიანს, ძაან დიდ პატივს ვცემდი. ახლა ცოტა შემეცვალა დამოკიდებულება იმ პოზიციიდან გამომდინარე, რაც მან დაიჭირა.

მაგალითად, მე რომ მსგავსი არაკაცული საქციელი გამეკეთებინა სახალხოდ მოვიხდიდი ბოდიშს და დარწმუნებული ვარ, სახლში ფეხს არ შევდგამდი.

ხაბიბმა კი ყველანაირი მიზეზი მოძებნა რომ გაამართლოს ესენი, იმის მაგივრად, რომ ვაჟკაცურად გამოვიდეს და დააფიქსიროს, რომ შეეშალათ და გამოასწორებენ, რაღაცას გააკეთებენ."