ილია თოფურიამ ჯასტი გეიჯისთან ბრძოლა გაიხსენა:
„იმ დროისთვის, როდესაც ჩემი თამაშის გეგმა განვახორციელე, გაცილებით უარეს მდგომარეობაში ვიყავი. ხალხი ამბობს, ღვიძლში დარტყმის შემდეგ რომ შემოვბრუნებულიყავი, ბრძოლას შეაჩერებდნენო. ეს სრული სიცრუეა.
მან გააკეთა ის, რასაც ჭკვიანი მებრძოლი აკეთებს ღვიძლში ჰუკის გაშვებისას. იატაკზე დაეშვა, რომ მეტოქე იძულებული გახადოს მასთან ჩავიდეს და დრო მოიგოს ძალების აღსადგენად. უკან რომ შევბრუნებულიყავი, იტყოდა, რა ხდება? უბრალოდ მუცელი მიჭირავსო.“