ილია თოფურია ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან ოქტაგონისს გაზიარება აღარ სურს.
ილია თოფურია:
„სიმართლე გითხრათ, იმდენად დიდ პატივს ვცემ და იმდენად შემიყვარდა, რომ მისთვის დარტყმის მიყენებასაც ვერ შევძლებდი.
ჩვენ შორის ძალიან დაძაბული და თანაბარი ბრძოლა იქნებოდა. მხოლოდ ის, რომ ერთხელ დავამარცხე, არ ნიშნავს, რომ მას ჩემი დამარცხება არ შეუძლია.
პირადად ჩემთვის, ის ნახევრადმსუბუქი წონის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლია. ყველა დანარჩენზე მაღლა დგას.
დიახ, მე დავამარცხე ის. დავამარცხე მაქს ჰოლოუეიც. გავაკეთე ის, რაც მანამდე არავის გაუკეთებია.
მაგრამ როდესაც მის მრავალწლიან კარიერასა და მიღწევებს ვუყურებ, ვხვდები, რომ მან ჩემზე გაცილებით მეტს მიაღწია.“