არმან ცარუკიანი უარყოფს თოფურიასა და გეიჯის დაუყოვნებლივი რემატჩის იდეას საჩემპიონო ქამარზე.
სომეხი აცხადებს, რომ ილიამ ტიტულზე კვლავ ბრძოლის უფლება უნდა დაიმსახუროს:
„არ ვფიქრობ, რომ თოფურია კიდევ ერთ საჩემპიონო შანსს იმსახურებს, რადგან ეს ბრძოლა ახლოსაც კი არ ყოფილა თანაბარ ორთაბრძოლასთან.
ჯასტინმა ის უბრალოდ გაანადგურა და დააფინიშა. მსაჯების მიერ მიღებული თანაბარი გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, მაშინ ჰო, აზრი ექნებოდა. მაგრამ ახლა - შანსი არაა.
ის უნდა დაბრუნდეს, UFC-მ რაიმე მარტივი დასაბრუნებელი ბრძოლა უნდა მისცეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ტიტულზე ჩხუბს.“