1 საათის და 21 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

99%-ით დადასტურებულია - ილიას შემდეგი ბრძოლის დეტალები

ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის რევანში 99%-ით დადასტურებულია

ჯონ ანიკმა გასულ კვირას განაცხადა, რომ UFC განიხილავდა რევანშს გეიჯისა და თოფურიას შორის.

მალკი კავამ, ილია თოფურიას მენეჯერმა, თქვა, რომ მათ მხოლოდ ჯასტინ გეიჯისთან რევანში აინტერესებთ - „რევანშის აღება 1000%-ით გვსურს.“

დღეს ჩვენ ვხედავთ ონლაინ ომს ილიას, გეიჯისა და მათ მენეჯერებს შორის.

ილიამ თქვა, რომ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ოქტაგონზე დასაბრუნებლად მზადაა, რის შემდეგაც საუბარში ჯასტინიც ჩაერთო.

მრავალი წყაროს ცნობით, რევანში უკვე 99%-ით დადასტურებულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ თოფურია დაბრუნებას თებერვალში აპირებს, შესაბამისად, ბრძოლას სწორედ ამ პერიოდში უნდა ველოდოთ.