ილია თოფურიას ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, ხესუს გალიო, დანა უაითის ბოლო განცხადების მიუხედავად აცხადებს, რომ ილია საბრძოლველად მზად არ არის:
„ეს ჩემთვის ახალი ამბავია. არ ვიცი, რას გულისხმობს [დანა] ან რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს მსგავს განცხადებას.
ახლა მთლიანად ვარჯიშის დაწყებასა და საწვრთნელი ბანაკის აღდგენაზე ვართ კონცენტრირებულები. ამ ეტაპზე [ოქტაგონზე დაბრუნება] ჩვენი პრიორიტეტი არ არის.
მართალი რომ გითხრათ, [ილია] საოცრად პროგრესირებს, თუმცა რეალური საწვრთნელი ბანაკი ჯერ არ დაგვიწყია. უშუალოდ MMA-ის მიმართულებით ვარჯიშიც კი არ დაგვიწყია", - თქვა გალიომ.