6 საათის და 53 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ილიას მწვრთნელმა რეალურად თქვა, მზადაა, თუ არა ქართველი დასაბრუნებლად

ილია თოფურიას ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, ხესუს გალიო, დანა უაითის ბოლო განცხადების მიუხედავად აცხადებს, რომ ილია საბრძოლველად მზად არ არის:

„ეს ჩემთვის ახალი ამბავია. არ ვიცი, რას გულისხმობს [დანა] ან რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს მსგავს განცხადებას.

ახლა მთლიანად ვარჯიშის დაწყებასა და საწვრთნელი ბანაკის აღდგენაზე ვართ კონცენტრირებულები. ამ ეტაპზე [ოქტაგონზე დაბრუნება] ჩვენი პრიორიტეტი არ არის.

მართალი რომ გითხრათ, [ილია] საოცრად პროგრესირებს, თუმცა რეალური საწვრთნელი ბანაკი ჯერ არ დაგვიწყია. უშუალოდ MMA-ის მიმართულებით ვარჯიშიც კი არ დაგვიწყია.“

UFC-ის პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თოფურია საბრძოლველად მზადაა