4 საათის და 32 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ვინ მოიგებს ბრძოლას? - მახაჩევის პროგნოზი მერაბი-იანის ბრძოლაზე

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირაში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს კარიერაში მესამედ შეხვდება.

ამ ბრძოლასთან დაკავშირებით UFC-ს ორი წონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა კომენტარი გააკეთა.

"ცოტა ხნის წინ პიოტრს შემთხვევით შევხვდი და ცოტა ვისაუბრეთ. ვფიქრობ, იანი წინა ბრძოლასთან შედარებით კიდევ უფრო მარტივად იჩხუბებს. 

"პირველ ბრძოლაში ეტყობოდა, რომ პიოტრი სერიოზულად იყო ტრავმირებული, ხელითაც კი არ ურტყამდა, მაგრამ მეორე ბრძოლამ მისი დონე აჩვენა. მან ამ ბრძოლაში ძალიან მაგრად იჩხუბა. 

"ვფიქრობ, მესამე ბრძოლა კიდევ უფრო ადვილი იქნება, რადგან პიოტრი ჭიდაობისგან თავს უფრო დამაჯერებლად დაიცავს და უბრალოდ დაარტყამს, მეტოქეს გადაუვლის. 

"მე და პიოტრმა ვისაუბრეთ - მას ძალიან ბევრი ტრავმა აქვს. ვფიქრობ, ის კიდევ რამდენიმე ბრძოლას ჩაატარებს და კარიერის დასრულებასთან ახლოს იქნება. 

"ახლა პიოტრი თავის მეორე პიკზე გავიდა, დაიბრუნა ქამარი. საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში ცოტა ადამიანს თუ დაუბრუნებია ქამარი, მაგრამ პიოტრი ხასიათის მქონე კაცია", - თქვა მახაჩევმა.