ქართველი მოკრივე ლაშა გურული რინგზე ბრუნდება. როგორც ირკვევა, ლაშა მომდევნო ორთაბრძოლას 26 სექტემბერს, ინგლისში, ბირმინგემში გამართავს.
ცნობილია, რომ მისი მეტოქე ადგილობრივი ჰიუი უილსონი იქნება.
აღსანიშნავია, რომ უილსონი 26 წლის მოკრივეა და კარიერაში 13-ჯერ უჩხუბია. მის ანგარიშზე 11 მოგება და 2 წაგებაა. ინგლისელმა მოკრივემ 9-ჯერ მსაჯების გადაწყვეტილებით, 2-ჯერ კი ნოკაუტით იმარჯვა. უილსონს ორი წაგება ბილი პიკლზის (17 მოგება, 1 მარცხი) და ჰაშიმ რეჰმანის (8 მოგება, 1 მარცხი) წინააღმდეგ აქვს.