4 საათის და 44 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

მოტეხილობა და მძიმე დაზიანებები - რა სჭირდა ილია თოფურიას ბრძოლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიების მთავარ ბრძოლაში ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურია დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ "ელ მატადორმა" გაამხილა, თუ ზუსტად რა სახის დაზიანებები მიიღო. 

ირკვევა, რომ ბრძოლის შემდეგ ქართველ ჩემპიონს ცხვირის გატეხილობა, ფეხისა და ორივე ორბიტალის მოტეხილობა აღმოაჩნდა.

ამასთანავე ისიც ცნობილია, რომ ტრავმების გამო ილიას წინა ბრძოლიდან 6 თვის მანძილზე UFC-ში ჩხუბი არ შეეძლება.

ასე და ამგვარად, თოფურიას დიდ დაბრუნებას 2027 წელს უნდა ველოდოთ.