4 საათის და 42 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ილია თოფურიას ემოციური წერილი შვილს

ილია თოფურიას წერილი შვილს:

„ჰუგო, უკვე რამდენიმე დღეა შენზე ვფიქრობ. იმაზე, რას გრძნობდი, როცა ჩემი დაცემა დაინახე. ვიცი, რომ შენთვის ეს მტკივნეული იყო და როგორც მამა, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ის მომენტი შენთვის თავიდან ამერიდებინა.

მაგრამ, ამავდროულად, მიხარია, რომ ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ, რადგან იმ დღემ ორივე უფრო ძლიერები გაგვხადა.

მინდა, მუდამ გახსოვდეს ერთი რამ - ცხოვრებაში ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ და ეს ნორმალურია.

რადგან წაგება არ არის მთავარი. მთავარია, როგორ აგებ. ვინ ხარ მაშინ, როცა ყველაფერი ბნელდება. როცა არჩევანის გაკეთება გიწევს - დარჩე ძირს თუ ისევ წამოდგე.

მჯერა, ღმერთმა ის მომენტი იმისთვის გამომაცდევინა, რომ ჩემთვის ისეთი გაკვეთილი ესწავლებინა, რომელსაც ვერც ერთი გამარჯვება ვერ მასწავლიდა.

რომ ხასიათი მაშინ არ ყალიბდება, როცა ყველაფერი შენს სასარგებლოდ მიდის. ის მაშინ ვლინდება, როცა ცხოვრება ყველაზე რთული მომენტის წინაშე გაყენებს.

და იცი, რა აღმოვაჩინე? იმ ჯოჯოხეთის გავლის შემდეგ, იმაზე ძლიერი ვარ, ვიდრე მანამდე ვიყავი. 

რადგან ჩემპიონი ის არ არის, ვინც არასდროს ეცემა. ჩემპიონი ის არის, ვინც ყოველთვის პოულობს მიზეზს, რომ ისევ წამოდგეს.

ეს არის ერთადერთი რამ, რასაც გისურვებ. არა ის, რომ ყოველთვის გაიმარჯვო, არამედ ის, რომ არასდროს შეგეშინდეს წაგების.

არ მისცე არც ერთ მარცხს უფლება, გიკარნახოს, ვინ ხარ, რადგან ამას მხოლოდ შენ წყვეტ.

და რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის გახსოვდეს - ერთადერთი გამარჯვება, რომელსაც ვერავინ წაგართმევს, შენი ხასიათია.“