2 საათის და 57 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ვფიქრობ, მერაბი ამას გააკეთებს" - ჰენრი სეჰუდოს განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, ოქტომბერში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს დაუპირისპირდება.

აღნიშნულ ბრძოლასთან დაკავშირებით ჰენრუ სეჰუდომ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, ტრილოგიაში მერაბ დვალიშვილი იანს მარტივად დაამარცხებს. ის მთელი წელი RAF-ში ემზადებოდა ჭიდაობაში. 

"წნეხს გაზრდის, წააქცევს და ქვემოთ გააჩერებს. რომც ვერ გააჩეროს, მას სულ შეუძლია სცადოს წაქცევა, მისი კარდიო უბრალოდ სხვაგან არის.

"რაც შეეხება მათ ბოლო ბრძოლას, გახსოვდეთ, რომ მერაბი წელიწადში მეოთხედ იცავდა ტიტულს", - თქვა სეჰუდომ.