ილია თოფურიას მწვრთნელმა, ხავი კლიმენტმა "ელ მატადორის" შესახებ ისაუბრა.
"მას კრივის ბუნებრივი ნიჭი აქვს, რომლის სწავლებაც შეუძლებელია. ეს ისეთი რამ არის, რაც ან გაქვს, ან არა, და თოფურიას შემთხვევაში, მას ეს არა მხოლოდ აქვს, არამედ ამაში ბრწყინვალეა. როგორც მესის ვერ ასწავლი ფეხბურთის თამაშს, ისე ილია თოფურიას ვერ ასწავლი კრივს
"სიმართლე გითხრათ, მე არა მხოლოდ ილიასთვის სწავლების სიამოვნება მხვდა წილად, არამედ მისგან თავადაც ბევრი ვისწავლე.
"ილია ახლა თავისი კარიერის საუკეთესო ეტაპზეა. ის არის მებრძოლი, რომელიც ძალისა და ტექნიკის თვალსაზრისით წარმოუდგენლად სრულყოფილია.
"ამჟამად ის სამ მთავარ ასპექტში – სტრაიკინგში, ჭიდაობასა და ჯიუ-ჯიცუში – საგრძნობლად დომინირებს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მას თითქმის არცერთ კომპონენტში არ აქვს სუსტი წერტილი", - თქვა კლიმენტმა.