როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვეში მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგია შედგება.
აღნიშნულ ბრძოლასთან დაკავშირებით UFC-ს სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა, სონგ იადოგნმა კომენტარი გააკეთა.
"შემდეგი მეტოქე? ვფიქრობ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იანი-დვალიშვილის ჩხუბის შედეგზე და იმაზე, თუ როდის ჩაატარებს მომდევნო ბრძოლას მათ შორის გამარჯვებული. თუ მერაბი გაიმარჯვებს, მასთან შეხვედრა უფრო რეალურია.
"ვინ მოიგებს საჩემპიონო ჩხუბს?ვფიქრობ, რომ უპირატესობა იანის მხარესაა, მაგრამ იმედია, დვალიშვილი მოიგებს", - თქვა იადონგმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სონგ იადონგმა უმარ ნურმაგომედოვი დაანოკაუტა.