როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლაში დამარცხდა, ქართველი სოციალურ ქსელებში არ აქტიურობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ინსაიდერმა, Kolmenero.MMA-მ საინტერესო განცხადება გამოქვეყნა.
"ძალიან მალე, უახლოეს რამდენიმე დღეში, ვიცი, რომ ილია საზოგადოების წინაშე გამოჩნდება.
"ჯერ ზუსტად არ ვიცი, როგორ მოხდება ეს ან რა ფორმას მიიღებს, მაგრამ ვიცი, რომ ილია საჯარო სივრცეს უშუალოდ სექტემბერში დაუბრუნდება.
"ივლისი აშკარად ტრავმების მოშუშებასა და მკურნალობას დაეთმო, აგვისტო დასვენებას, ხოლო სექტემბერში ის საზოგადოების წინაშე ბრუნდება", - Kolmenero.MMA.